თელავის რაიონში 6 სოფელი დაისეტყვა. სეტყვამ სოფლებში შალაურში, ნასამხრალში, წინანდალში, კისისხევში, ბუშეტსა და ხოდაშენში ვენახები, ხეხილის ბაღები და ნათესები დააზიანა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა განუცხადა, სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.
„დასეტყვილი ფართობის და ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია. სეტყვა სხვა სოფლებშიც მოდის და სრული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. თან კოკისპირულად წვიმს და სასოფლო - სამეურნეო ნაკვეთებში გასვლა ვერ ხერხდება", - აღნიშნა ვასილ დავითაშვილმა.