შს სამინისტროს ინფორმაციით, 10 მაისს,ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მხილებულ იქნა მიტოვებული ჩვილის დედა, ადრე თაღლითობისთვის ნასამართლევი, 1981 წელს დაბადებული ირინა ომარის ასული ბაშიანი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
დაახლოებით სამი დღის მამრობითი სქესის ჩვილი ბავშვი 29 აპრილს, ვარკეთილი სამის მეორე მიკრო რაიონის დასახლებაში მდებარე კორპუსის მეორე სართულზე ლიფტის კარებთან იპოვეს. ჩვილი ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაყვანილ იქნა ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში.
გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით აწარმოებს ისანი სამგორის პოლიციის სამმართველო. ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.