"უნივერსუმის" საერთაშორისო კულტურის საზოგადოების საპატიო საბჭოს გადაწყვეტილებით დათო მაღრაძე "უნივერსუმის" აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს.
დათო მაღრაძე შვეიცარიაში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კულტურის საზოგადოება "უნივერსუმმა" პოეტს კულტურის ელჩობის წოდება მიანიჭა.
დაჯილდოვების ცერემონია შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გაიმართა.
პოეტი უახლოეეს დღეებში დაბრუნდება საქართველოში.