უახლოეს მომავალში აფხაზეთი თავისი დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას კიდევ ერთი ქვეყნისგან ელის. ეს განცხადება მოსკოვში მყოფმა აფხაზ სეპარატისტთა სერგეი ბაღაფშმა გააკეთა, თუმცა ქვეყანა არ დაუსახელებია.
სერგეი ბაღაფში, აფხაზური მხარის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში გეგმიური სამედიცინო გამოკვლევისათვისაა ჩასული.
"საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა დაკავებული", _ განაცხადა ბაღაფშმა.