ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, წვევამდელებთან დაკავშირებით კანონი მთლიანად გადასახედია.
"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონი 1997 წელს არის მიღებული, რის შემდეგაც ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის იმ დროს ქართული ჯარი ჯერ კიდევ წვევამდელებით იყო დაკომპლექტებული და საერთოდ 18 წლის ასაკში მოზრდის ჯარში გაწვევა საბჭოთა გადმონაშთია, როდესაც საბჭოთა ჯარები ასევე წვევამდელებით ივსებოდა", - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს, როდესაც ქართული შეირაღებული ძალები პროფესიონალი ჯარისკაცებით არის დაკომპლექტებული წვევამდელების გაწვევაზე განსაკუთრებული დატვირთვა აღარ მოდის.
"წლის განმავლობაში გაწვევას 18-დან 27 წლის ასაკამდე სულ 200 ათასი ახალგაზრდა ექვემდებარება, აქედან პოტენციურად ჯარში წამსვლელი 60 ათასია, ხოლო სტატისტიკას თუ გადავხედავთ წელიწადში 3 000-მდე წვევამდელს იწვევენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მათ ასაკს გავზრდით ქართულ ჯარში დეფიციტის შექმნის პრობლემა არ იქნება", - განმარტა კანონპროექტის ავტორმა.
მისივე თქმით, აუცილებელია მოხდეს წვევამდელების გაწვევის ვადის შემცირება, ასევე მათი გაფრთხილება არა ერთი კვირით ადრე, რომ ჯარში მიჰყავთ, არამდე მინიმუმ სამი თვით ადრე მაინც.