რომში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, კით კელოგს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იტალიის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც 10-11 ივლისს უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენციის გამართვა იგეგმება და რომლის ორგანიზატორიც იტალიის მთავრობაა.
შეხვედრას ასევე ესწრებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა, თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისისი ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და ასევე მისი მოადგილე, პაველ პალისა.
აღდგენის საკითხებზე კონფერენციას, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, დაესწრებიან.