მოსკოვში საქართველოს მოქალაქე 20 წლის ინსაფ ალიევი დააკავეს, რომელსაც ქალაქ ტიუმენის მაცხოვრებელ ორ ქალზე თავდასხმა და მათი გაუპატიურება ედება ბრალად.
მოსკოვში დაკავებული ალიევი უკვე ტიუმენში გადაიყვანეს სადაც მას ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის გენპროკურატურის ტიუმენტის ოლქის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, 2010 წლის დეკემბერში ალიევი ქუჩაში მიმავალ 28 წლის ქალს დაესხა თავს, ჩაარტყა მას სახეში, ყელში დანა მიაბჯინა მანქანაში შეითრია და გააუპატიურა. ერთი თვის შემდეგ, კი 2010 წლის იანვარში ალიევი სტუდენტ გოგონას დაესხა თავს, რომელიც სახლში ღამის კლუბიდან ბრუნდებოდა. ალიევმა გოგონას ხელი მოტეხა, გააუპატიურა, 2 ათასი რუსული რუბლი წაართვა და მიიმალა.
ალიევი მოსკოვში დააკავეს. ამჟამად იგი ტიუმენში იმყოფება. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.