13-14 მაისს, 22:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდის "ხელოვანები თანადგომისთვის" ორგანიზებით, თბილისის "ივენთ ჰოლში" განახლებული პროექტი "ასსა" გაიმართება.
კონცერტი საქველმოქმედოა და შესული თანხა წეროვანის ხელოვნების სკოლას მოხმარდება. მათი სურვილის გათვალისწინებით, სკოლას რამდენიმე წრე შეემატება.
"ასსა" სუხიშვილები პირველად წარმოადგენენ საქველმოქმედო მიზნით.
"ხელოვანები თანადგომისთვის" ფონდის ეგიდით საქართველოში ფუნქციონირებს 12 ხელოვნების სკოლა, სადაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილი ბავშვები ხელოვნების სხვადასხვა დარგს უფასოდ სწავლობენ. სკოლებში დასაქმებულნი არიან დევნილი მასწავლებლებიც.