რუსი სპეციალისტები სეპარატისტულ აფხაზეთში მდებარე სარკინიგზო ლიანდაგის სარემონტო სამუშაოს მალე დაასრულებენ. აფხაზური მხარის ინფორმაციით, დღეისთვის შეცვლილია სარკინიგზო საფარის მთავარი გზის 80 %, ამასთან ერთად სრული სვლით მიმდინარეობს საკონტაქტო ქსელისა და ოთხი ელექსტროსადგურის აღდგენა.
ზაფხულის დასაწყისში "სოხუმი-ადლერის" მარშრუტზე ორი მატარებლის გაშვება იგეგმება.
"მთავარი გზის 80 % შეცვლილია. ეს ნიშნავს, რომ 150-კილომეტრიანი მაგისტრალი უკვე დემონტირებულია და ახალი 81 კილომეტრი დალაგებული. სამუშაოს მთელი დღედაღამ განუწყვეტლივ მიმდინარეობს სამ ცვლაში. 336 ბოძიდან უკვე დაყენებულია 220 ახალი ბოძი. პარალელურად მიმდინარეობს რემონტი ოთხი ქვესადგურისა და ათი გვირაბისა. რიგში ხიდები და სხვა ხელოვნური ნაგებობებია", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშმავს, რომ ძირითადი სამუშაო ზაფხულის დასაწყისში უნდა დასრულდეს.
"10 ივნისისთვის აღდგენილ რკინიგზაზე სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის დაწყება იგეგმება. ამჟამად რკინიგზელელები უკვე ელექტრომატარებლების მოძრაობის გრაფიკს ადგენენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი იქნება მგზავრობის საფასური. რუსული მხარე მოითხოვს, რომ მგზავრობის ღირებულება 200 რუბლი იყოს, ხოლო აფხაზური მხარე ამ თანხაზე 20 რუბლის მოკლებას მოითხოვს. გარდა ელექტრომატარებლისა, მოძრაობას დაიწყებს სრულფასოვანი სამგზავრო მატარებელი "სოხუმი-მოსკოვი" , _ იუწყება აფხაზური მხარე.