კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 1982 წელს დაბადებული იოსებ რიბაკოვი.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მცხოვრები იოსებ რიბაკოვი მიმდინარე წლის 20 აპრილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა თანასოფლელ 1939 წელს დაბადებულ თინა ძულიაშვილის ოჯახში, მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, ამის შემდეგ ბრალდებულმა იოსებ რიბაკოვმა ბასრი საგნის გამოყენებით თინა ძულიაშვილს სხეულზე მიაყენა მრავალჯერადი დაზიანებები და ძალის გამოყენებით მასთან დაამყარა სექსუალური კონტაქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის კრიმინალური საქსპერტო სამსახურის მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა თმის ღერები, რომელსაც ჩაუტარდა დეენემის ანალიზი და დაგინდა ბრალდებულის ვინაობა.
კახეთის პოლიციის სამხარეო თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად შემთხვევიდან ორ კვირაში დააკავეს ბრალდებული იოსებ რიბაკოვი.
დაკავებული აღიარებს მისმიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე და 137-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს უვადოდ თავისუფლების აღკვეთ