ქურდული სამყარო დიდი შეკრებისათვის ემზადება - ყოფილი საბჭოთა კავშირის წამყვანი "კანონიერი ქურდები" ტარიელ ონიანის კლანის წარმომადგენელები და "დედ ჰასანის" მომხრეები სავარაუდოდ იტალიაში შეიკრიბებიან, იმისათვის რათა ამ ორ კლანს შორის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები გადაწყვიტონ.
საქმე "კანონიერი ქურდების" ტარიელ ონისანისა და ასლან უსოიანის (დედ ჰასანი) დაპირისპირებას ეხება. აღსანიშმნავია, რომ უსოანის კლანმა ტარიელ ონიანი რამდენიმე ხნის წინ "კანონგარეშედ" გამოაცხადა. ამან კი ე.წ. ქურდული სამყაროს რიგებში უთანხმოება წარმოშვა.
ცნობილი ხდება, რომ ახლახანს რუსეთის ქალაქ კემეროვოში, ტარიელ ონიანის ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ, ქურდული შეკრება გაიმართა, რომელშიც მონაწილე დაახლოებით ორმა ათეულმა "კანონიერმა ქურდმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ისინი ასლან უსოიანის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
გადაწყვეტილებას დაეთანხმა - ყველა დროის ნომერ პირველი "კანონიერი ქურდი" 85 წლის გოგი ჩიქოვანი. ორი ქუთაისელი ე.წ. ნათლიმამა - 71 წლის გურამ ჩიქჩიქა და 72 წლის ანიკი. ასევე 73 წლის ჯემალ სურამსკი და 64 წლის ამირან ლანჩხუთსკი.
გარდა ამისა, ონიანის სასარგებლოდ საკუთარი პოზიციები დატოვეს ე.წ. პიროგოვკის დელეგატთა უმრავლესობამ, რომლებსაც მერაბ სუხუმსკი მეთაურობს, კერძოდ: თამაზ თბილისსკიმ, თემურ წრიპამ, რამაზმა, ჭინჭყლიამ, კობა ბაღდადსკიმ, ირაკლი სუხუმსკიმ, ზურამ, გია სვანმა, ლევანმა, ტიმოხამ, გალეიმ და აჰმედ სუტულიმ, იზიკიმ, მერაბ ბაახიამ და კობა სუხუმსკიმ.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, ყურადღება გამახვილებულია ასევე იმაზე, რომ ჯერ ჯერობით, უცნობია შეხვდა თუ არა ტარიელ ონიანი ესპანეთში ყოფნისას ზაქარია კალაშოვს და მიეცათ თუ არა მათ დალაპარაკების საშუალება, თუმცა მოარული ხმების მიხედვით, შაქრომ ტარიელის ყველა უფლებამოსილება აღიარა და მას მხარი დაუჭირა.
კემეროვოში შეკრებილი ქურდების ეს გადაწყვეტილება ხელში ჩაუვარდა "დედ ჰასანის" ნათლულს, ასევე "კანონიერ ქურდს" გია სვერდლოვსკის, რომელიც ადრე კემეროვოს ოლქში იხდიდა სასჯელს ამჟამად კი ელცის ე.წ. კრიტში იმყოფება.
ამის საპასუხოდ უსოიანის მომხრეებმა "ქაღალდი დაწერეს" რომელზეც თავისი აზრი ონიანის შესახებ კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ასევე "უწმინდურებში" შეიყვანეს მისი ყველა მომხრე.
ამავე დროს, სოხუმ-ქუთაისის ოპოზიციამ ასლან უსოიანის ყურამდე მიიტანა ამბავი და იგი გააფრთხილა, იმის შესახებ რომ ახალი "კურთხევები" არ განეხორციელებინა. გაფრთხილებაში მითითებულია, რომ "ანგარიშწორება ელის მათ ვისთანაც მივლენ და მათ ვინს მივა". ამბობენ, რომ სწორედ ამ მიზეზით არ ჩატარდა დაგეგმილი დიდი ქურდული შეკრება, რომელიც მარტის ბოლოს დუბაიში უნდა გამართულიყო. იქ "ძმურ წრეში" უნდა მიეღოთ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის "მეთვალყურე" ბელორუსში საშა კუშნერი და მოსკოველი ავტორიტეტი ოლეგ ცირკაჩი. ასევე ორი ჩეჩენი - გელანი და აჰმედი.
მასალის გამოყენების პირობები