მოსკოვში კავკასიელს ეძებენ, რომელმაც ღამით ქალაქის ცენტრში მდებარე "როსნეფტის" ბენზინგასამართ სადგურზე ორი ადამიანი მოკლა. აღნიშნული ინციდენტის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. დაჭრილები ამჟამად საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელთა განცხადებით, მკვლელი კავკასიური გარეგნობისაა, სიმაღლით დაახლოებით 2 მეტრი. დანაშაულის იარაღი მკვლელმა თან წაიღო.
"იმის გამო, რომ მკვლელი სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს ამჟამად მისი ფოტოსურათი მოსკოვის ყველა რაიონულ პოლიციაშია გადაგზავნილი და ტარდება ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად", _ იუწყება რუსული მედია. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.