რუსთავის #6 საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის კახაბერ თედლიშვილის ადვოკატი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
როგორც ადვოკატმა თედო კობახიძემ პარლამენტში ოპოზიციასთან შევედრის დროს აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან თედლიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ წერილით ათამდე საჯარო უწყებას, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს და სხვა უწყების პირველ პირებს მიმართა, მათგან ამ დრომდე გამოხმაურება არ მიუღია.
გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, მას შემდეგ რაც გაურკვეველ ვითარებაში თელდიაშვილი ჩამომხჩვალი იპოვეს გამოძიების ობიექტურად წარმართვაში დახმარება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც სთხოვა, რადგან სასჯელაღსრულების საგამოძიებო ჯგუფს უნდობლობას უცხადებს.
"თედლიშვილი ბინტით ჩამომხჩვალი 30 აპრილის დილით იპოვეს, მანამდე კი 29 აპრილის საღამოს მე ვიმყოფებოდი მის სანახავად საპყრობილეში და შემიძლია გითხრათ, რომ მას ბინტით არაფერი არ ჰქონდა შეხვეული. ასევე ექსპერტების თქმით, რომ გამხდარიყო საჭიროს ბინტით პატიმრისთვის რაიმე სახის ჭრილობის შეხვევა, მისი სიგრძე არ იქნებოდა საკმარისი თავის ჩამოსახჩობად", - აღნიშნა კობახიძემ და აქვე დასძინა, რომ საპყრობილეში არავინ არ განმარტავს, საიდან გაჩნდა ბინტი პატიმრის საკანში.
ადვოკატის თქმით, პატიმარს ზურგის არეში ისეთი დაზიანებები ჰქონდა, რომელსაც საკუთარი ხელით ვერ მიიყენებდა.
ამასთან, როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მსჯავრდებული თედლიაშვილის წამება მას შემდეგ დაიწყო ციხის ადმინისტრაციამ, რაც მას აიძულეს ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომელიც გულისხმობდა, რომ მას "საკნიდან ამბავი უნდა გამოეტანა".
"თედლიაშვილმა საკანში დაბრუნების შემდეგ უარი თქვა თანამშრომლობაზე, რის შემდეგაც ადმინისტრაცია პატიმრებში ხმას უვრცელებს, რომ ის "ნასედკაა"", - აღნიშნა კობახიძემ და აქვე დასძინა, რომ მიუხედავად მათ მიერ ატეხილი განგაშისა, რომ მსჯავრდებულ თედლიაშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, არავინ არ გამოხმაურებია, რასაც პატიმრის გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილი მიჰყვა.