გუშინ გვიან ღამით ჭავჭავაძის გამზირზე კრიმინალური გარჩევა მოხდა. დაჭრილია 20 წლის ბექა მახნიაშვილი და 22 წლის გიორგი ნადარეიშვილი. სამართალდამცავთა ინფორმაციით, ჩხუბში კიდევ სხვა პირებიც მონაწილებდნენ.
დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებითYდაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდები თავდაპირველად ერთ-ერთი მათგანის ეზოში, ჭავჭავაძის #62-ში იმყოფებოდნენ და ერთად სვამდნენ. შემდეგ გამზირზე გავიდნენ და სწორედ აქ მოხდა ჩხუბი და დაჭრა.
ორივე დაჭრილი გუშინ ღამესვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ბექა მახნიაშვილის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. მიხაილოვის სახელობის საავადმყოფოში მას უკვე ჩაუტარდა მკურნალობა და ექიმის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას მინით აქვს ჭრილობა მიყენებული. გიორგი ნადარეიშვილი კი დანითაა დაჭრილი.
შემთხვევას ბევრი თვითმხილველი არ ჰყავს. მომხდარი ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ამ ეტაპზე სამართალდამცავები არსებულ მასალას შიფრავენ.