თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, 40 წლის ავთანდილ მაისურაძემ თავი მოიკლა. მაისურაძემ თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, 4-5 დღის წინ ჩაიდინა.
გარდაცვლილი ფალიაშვილის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწორედ ბინის მეპატრონემ იპოვა დღეს დილით გარდაცვლილი მამაკაცი.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. ფალიაშვილის # 66-ში, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.