კახეთში 15 წლის გოგონა გააუპატიურეს. როგორც გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, 10 დღის წინ სოფელ კაბალში მცხოვრები გოგონა მამიდამ და ბიძამ სახლიდან მოტყუებით წაიყვანეს და მათთვის უცნობ მამაკაცს, ვინმე "ელჩინას" გადასცეს. მამაკაცმა გოგონას ჯერ სცემა, შემედეგ კი გააუპატიურა.
ბავშვის მამის მტკიცებით, მოძალადე მისი დის ოჯახში მწყემსად მუშაობდა, თუმცა სოფლიდან წასვლას გეგმავდა. მისი შენარჩუნების მიზნით კი, გოგონას მამიდა მას დაჰპირდა, რომ თავის ძმისშვილზე დააქორწინებდა. გოგონას ოჯახი სასტიკი წინააღმდეგი იყო.
დაზარალებული ოჯახი მოძალადის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავებმა არაფერი მოიმოქმედეს, დაზარალებულები თავად აპირებენ დამნაშავეზე შურისძიებას.
ცნობისთვის, დაკარგულ გოგონას სოფელ განჯალში მიაგნეს.