კლოუნადას შეზღუდვა არ აქვს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მილოცვის შეფასებისას განაცხადა.
"რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა არ მგონია ქართველმა ხალხმა მიიღოს. კლოუნადას შეზღუდვა არ აქვს. რა ფორმითაც გინდა, იმ ფორმით შეგიძლია იყო კლოუნი", - აღნიშნა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს მოსახლეობას 9 მაისთან დაკავშირებით, მისალოცი მიმართვა გამოუგზავნა, რომელშიც გამარჯვების დღეს მიულოცა ვეტერანებსა და ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას კეთილდღეობა და აყვავება უსურვა.