პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის სამხედრო პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, პოლკოვნიკი ანატოლი ციგანოკი აცხადებს, რომ ყველაზე ლოგიკური იქნება თუკი რუსეთი სომხეთში არსებულ სამხედრო ბაზაზე სამხედრო ტექნიკასა და პირად შემადგენლობას თურქეთის ან ირანის მხრიდან შეიყვანს. ეს განცხადება ციგანოკმა საქართველოს პარლამენტის მიერ "ტრანზიტის გაუქმების შესახებ" მიღებული დადგენილების კომენტირენისას გააკეთა.
ანატოლი ციგანოკი აცხადებს, რომ თურქეთმა, რომელიც სინამდვილეში "თავად უბიძგებს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობები გააფუჭოს" შესაძლოა თანხმობა განაცხადოს რუსეთისათვის თავისი ტერიტორიის დათმობაზე სომხეთში ტრანზიტის განსახორციელებლად.
ამასთან ერთად, ციგანოკი ასევე აცხადებს, რომ თურქეთის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ამ ქვეყანას საშუალებას მისცემს აკონტროლოს ეს პროცესი და ასევე საჭიროების შემთხვევაში ეს გზა დაბლოკოს. თუმცა, ექსპერტის შეფასებით, თურქეთი არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას არ მისცემს ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ძალებს, თავიანითი საქმიანობა გაშალონ შავი ზღვის აუზში.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ რა შეიძლება თურქეთმა რუსეთისათვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ მოითხოვოს, ექსპერტი აცხადებს, რომ: "თურქეთი ისწრაფვის თავისი როლი გააძლიეროს რეგიონალურ საკითხებში. ასევე შეიძლება თურქეთმა მოითხოვს გათხევადებული გაზის ქარხნის აშენება, ვინაიდან ამ საკითხის განხილვა უკვე რვა წელიწადია რაც მიმდინარეობს", _ აცხადებს ანატოლი ციგანოკი.
მასალის გამოყენების პირობები