"ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უკვე მოქმედებს. თუმცა საზოგადოება მის აქტიურ შედეგს კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაინახავს. კერძოდ, ისეთი დანაშაული ჯერ არ მომხდარა, რომელზედაც უნდა იმსჯელონ ნაფიცმა მსაჯულებმა", _ აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, ნაფიცი მსაჯულების მოწვევა მას შემდეგ მოხდება, თუ თბილისის ტერიტორიაზე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდება.
"თუ არ ვცდები, ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა, მაგრამ ეს საქმე სასამართლოში არ შემოსულა, რადგან ბრალდებულმა დანაშაული თავად აღიარა, რაც ნაფიც მსაჯულთა მოწვევას ვერანაირად ვერ გამოიწვევდა", _ აცხადებს კუბლაშვილი.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველოს მოსახლეობა ასეთი დიდი მნიშვნელობის ინსტიტუტის თანამონაწილე გახდეს.
"ნაფიცი მსაჯულების შესახებ არაერთი მოსაზრება არსებობს. უცხოეთშიც მსჯელობენ მის ავკარგიანობაზე. თუმცა ამ ინსტიტუტს იმდენად დიდი პრიორიტეტი აქვს, რომ მასზე უარის თქმა ამ შეიძლება ", _ განმარტა კუბლაშვილმა.