კვიპროსში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დახმარების პროცესში გაერო ჩაერთვება. ლარნაკაში აკრედიტირებული ქართველი დიპლომატები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციას ოფიციალურად მიმართავენ.
გიორგი კოტორაშვილი, თამაზ კანდელაკი და ირინა ბაციაშვილი კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში დააკავეს. ეს რეგიონი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, არაღიარებულია, რის გამოც ქართველ დიპლომატებს თურქულ ნაწილში სამართალდამცავ უწყებებთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარება არ შეუძლიათ.
ამის გამო ქართველი დიპლომატები გაეროს მიმართავენ, რათა დაკავებული პროცესში მათი შუამდგომლობა მოხდეს. საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსის სამხედრო-სასაზღვრო ზოლის არარეგალურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.