ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
ამჯერად შეკრება სამხედრო ხელმძღვანელობის დონეზე შედგება.
კომისიის სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შეფასება და ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობები იქნება.
"ის, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ასეთი რეგულარულობით იმართება (ახლახანს იყო საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ამჟამად კი სამხედრო ხელმძღვანელობის დონეზე) მეტყველებს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე, რომელიც ჩვენ ალიანსთან ჩამოგვიყალიბდა. გვექნება საშუალება ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობას ჩვენთვის აქტუალურ ყველა საკითხზე ვესაუბროთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ელენე ხოშტარიამ.
აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრანდე სამხედრო ხელმძღვანელობა, ნატოს და მისი პარტნიორების მიერ ლიბიასა და ავღანეთში წარმოებულ სამხედრო ოპერაციებზე იმსჯელებენ.