სტამბულში თურქმა საქართველოს მოქალაქე, რევაზ ჯგერენაია მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღვოდა, რომლის მიზეზიც მოკლულის კუთვნილი ხელფასი იყო.
დაღუპულის ოჯახის წევრთა განცხადებით, ჯგერენაია სტამბულში მშენებლობაზე მუშაობდა, თუმცა დამქირავებელს მისთვის ბოლო რამდენიმე თვეა შრომითი ანაზღაურება არ გადაუხდია.
გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა სამი დღის წინ მოხდა, თუმცა მოკლულის ოჯახის წევრებმა მის შესახებ მხოლოდ წუხელ შეიტყვეს.