მადრიდის "რეალის" "ბარსელონას" ფეხბურთელებს რასიზმში ადანაშაულებს. "რეალის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ "ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი სათამაშო სიტუაციისას "რეალის" შავკანიან მცველ მარსელოს მაიმუნს ეძახის. აღნიშნული კადრები ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში დაფიქსირდა.
რეალის მთავარი მწვრთნელის თანაშემწის აიტორ კარანკას განცხადებით, ბუსკეტსი პროფესიონალი ფეხბურთელია და მსგავსი რამე არ უნდა გააკეთოს.
აღნიშნულ ბრალდებებს გამოეხმაურა პეპ გვარდიოლაც. მისი თქმით, "ბარსას" ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და რასიზმთან მათ არაინაირი შეხება აქვთ.