რამდენიმე წლის განმავლობაში "ნომერ პირველი საერთაშორისო ტერორისტი" უსამა ბინ ლადენი პირველი იყო "ეფ-ბი-აი" ის მიერ ყოველწლიურად შედგენილი "ტოპ-ტერორისტების" ათეულის ნუსხაში. მისი დაჭერისათვის აშშ-ს სპეცსამსახურებმა ჯერ 5 მილიონი აშშ დოლარი დააწესეს შემდეგ კი "მის ფასი" 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
2011 წლის 1 მაისს "ნომერ პირველი საერთაშორისო ტერორისტი" უსამა ბინ ლადენი აშშ-ს სპეცსამსახურებმა პაკიტანის დედაქალაქ ისლამაბადთან ახლოს მოკლეს.
"ნომერ პირველი საერთაშორისო ტერორისტი" უსამა ბინ ლადენი 1957 წლის 28 ივნისს საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში დაიბადა. იგი ოჯახში მე-17 ბავშვი იყო, 52 -გან ერთ -ერთი. მამამისი მუჰამედ ბენ ლადენი მშენებლობის მაგნატი იყო და მას რამდენიმე ცოლი ჰყავდა. ბინ ლადენის დედა მამამისის მე-10 ცოლი იყო და უსამა კი მისი ერთადერთი შვილი.
80-იანი წლების ბოლოს უსამა ბინ ლადენს მამამისის ქონებიდან მემკვიდრეობით 150 მილიონი ერგო. მის მამას 1931 წელს შექმნილი სამშენებლო იმპერია "Saudi ben Laden Group"-ი ეკუთვნოდა. მუჰამედ ბენ ლადენმა სამშენებლო იმპერიის შექმნამდე გაიარა გზა შავი მუშიდან კომპანიის მფლობელამდე. სიმდიდრემ და ტახტის ერთგულებამ მას საშუალება მისცა მჭიდრო კავშირი დაემყარებინა სამეფო ოჯახთან. ამჟამად მისი ქონება 100 მილიონიდან 5 მილიარდ აშშ დოლარამდე ფასდება. გარდა იმისა, რომ უსამა ბინ ლადენს მამისაგან მემკვიდრეობად ერგო, მთელი მისი ფული, მას ასევე ერგო მრავალი ფირმა მსოფლოს თითქმის ყველა კონტინენტზე სუდანის "Gum Arabik Compani Ltd"-ს ჩათვლით, რომელიც მსოფლიოში კაუჩუკის 80 % აწარმოებს.
უსამა ბინ ლადენის კუთვნილი თანხის უმრავლესობა ამჟამას დასავლეთ ევროპაში სხვა და სხვა ადამიანების ანგარიშებზეა და ასევე დამალული უამრავი სხვა და სხვა საერთაშორის საქველმოქმედო ორგანიზაციის ფონდებში.
ბინ ლადენი ეხმარებოდა თალიბებს ფულის გათეთრებაში. სანაცვლოდ კი ავღანური ნარკოვაჭრობისაგან 2 დან 10 %-მდე იღებდა - ეს არის დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარამდე წელიწადში.
1979 წელს უსამა ბინ ლადენმა ჯიდაში მეფე აბდელ აზიზის სახელობის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა.
რელიგიამ იგი ახალგაზრდობაში გაიტაცა მექის და მედინას მონახულების შემდეგ. 1979 წელს ბინ ლადენი ავღანეთში გაემგზავრა, იმისათვის რათა საბჭოთა არმიის წინააღმდეგ წარმოებულ ჯიჰადში მონაწილეობა მიეღო.
ერთ-ერთი ბრძოლის დროს მან თვალი დაკარგა. ბინ ლადენი ვაჰაბიზმის მიმდევარი იყო - ეს ისლამის ფუნდამენტალური განშტოებაა. ბრძოლის მიზნად მან დაისახა "სამართლიანი ისლამური სახელმწიფოების შექმნა, რომლებიც თავისუფალნი იქნებოდნენ დასავლათის გავლენისაგან". ისლამის მტრად იგი უპირველეს ყოვლისად აშშ-ს, ისრაელს და მის მოკავშირეებს მიიჩნევდა.
80-იანი წლების დასაწყოსში მან პალესტინელ აბდალა აზაზთან ერთად, რომელიც ორგანიზაცია "მუსულმანური საძმოს" წევრი იყო მომსახურების ბიურო "მაკდალ-აკ-ჰადამატ"- შექმნა და დაკავებული იყო ბოევიკებისა და ფულის გადაყვანა-გადარიცხვით ავღანური წინააღმდეგობისათვის. ამ ბიურომ გადაბირების ცენტრები გახსნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კერძოდ აშშ-ში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, პაკისტანში სულ 50 ქვეყანაში და ადამიანებს საბჭოთა კავშირთან ბრძოლისათვის აგზავნიდა.
ბიუროს ჰქონდა თავისი ბოევიკების მომზადების ბანაკი ავღანეთსა და პაკისტანში. რამოდენიმე წყაროს ინფორმაციით ამ პერიოდში ბინ ლადენი აშშ-ს სპეცსამსახურების დახმარებიტაც სარგებლობდა.
1989 წელს ბინ ლადენი ოჯახურ სამშენებლო ბიზნესს დაუბრუნდა, მაგრამ მისი ორგანიზაცია აგრძელებდა საუდის არაბეთსა და იემენში ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერას.
ბინ ლადენის ანტისამთავრობო მოღვაწეობამ 1991 წელს აიძულა საუდის არაბეთის ხელისუფლება იგი საუბრის ქვეყნიდან გაეძევებინათ. ბინ ლადენი საცხოვრებლად სუდანში გადავიდა.
1996 წლის 23 აგვისტოს უსამა ბინ ლადენმა პირველად განაცხადა, რომ თითოეული მუსულმანის წმინდა ვალია საზღვარგარეთ ამერიკელი სამხედროების განადგურება. მეორედ 1998 წელს მან განაცხადა, რომ "ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების, როგორც სამხედროების ისე სამოქალაქო პირების მკვლელობა თითოეული მუსულმანის ვალია"
1996 წელს სუდანმა გააძევა ბინ ლადენი, ძირითადად აშშ-ს მოთხოვნებისა და გაეროს რეზოლუციით სანქციების მიღების პასუხად, რომელთა მიხედვითაც სუდანის ხელისუფლება მონაწილეობდა ეგვიპტის პრეზიდენტზე ჰოსნი მუბარაკზე 1995 წელს ეთიოპიაში განხორციელებულ თავდასხმაში. ერთი თვის შემდეგ ბინ ლადენი ავღანეთში დაფუძნდა და თავისი ექსტრემისტული საქმიანობა განაგრძო.
1998 წლის 28 მაისს ბინ ლადენმა "ებრაელებთან და ჯვაროსნებთან საღვთო ბრძოლის ისლამური ფრონტის გახსნის" შესახებ განცხადება გააკეთა. ეს იყო ორგანიზაცია, ჯგუფების გაერთიანება, რომელიც დასავლურ დემოკრატიებს, უპირველეს ყოვლისა კი აშშ-ს მთავარ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგედ განიხილავდა.მათი საქმიანობა მიმართული იყო არსებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ და მასში უმთავრესი ადგილი ისლამს ეკავა. ისინი უარყოფდნენ არსებული რეჟიმების ლეგიტიმურობას მუსულმანურ ქვეყნებში და რა თქმა უნდა მათი მიზანი იყო აშშ-სათვის ისეთივე დარტყმის მიყენება, როგორიც თავის დროზე ავღანეთში საბჭოთა კავშირს მიადგა. ბინ ლადენის ამ ორგანიზაციას რამდენიმე ისლამური მოძრაობა შეუერთდა, მათ შორის "ეგვიპტური ისლამური ჯიჰადი". თუმცა ეს ალიანსი არამყარი გამოდგა. სულ უფრო ხშირად საუბრობენ ბინ ლადენის მეორე ორგანიზაციაზე "ალ ქაიდაზე", რომელიც "საფუძველს" ნიშნავს. აღსანიშნავია ისიც, რომ "ალ ქაიდასა" და ბინ ლადენს შორის ურთიერთობა, დღესაც ბოლომდე გარკვეული არ არის.
"ალ ქაიდა" პირველად 1988 წელს გამოჩნდა და შესაძლოა ეს დასახელება ბინ ლადენის ერთ ერთი სახლის დაასხელებისგან წამოვიდა, სადაც ავღანეთში მიმავალი მოჯაჰედების რეგისტრაცია ხდებოდა. ამ სარეგისტრაციო ჩანაწერების მეშვეობით, ბინ ლადენს მსოფლიოს ყველა წერტილში მყოფ ბოევიკებთან "ისლამის მებრძოლებთან" კავშირი ჰქონდა.
რაც შეეხება "მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის" პირად ცხოვრებას - 70-იანი წლების შუა წლებში ბინ ლადენი თავის ნათესავზე დაქორწინდა. მოგვიანებით მან კიდევ სამი ქალი მოიყვანა ცოლად. მას სხვა და სხვა წყაროების ინფორმაციით 12 დან 24 მდე შვილი ჰყავს.
ბინ ლადენი ეჭვმიტანილია მთელი რიგი ტერაქტების განხორციელებაშიც.
აშშ-ში 1993 წელს 26 თებერვალს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა. მანამდე ამ მასშტაბის აფეთქება აშშ-ს ტერიტორიაზე არ განხორციელებულა. დაიღუპა 6 ადამიანი და დაახლოებით 1000 დაიჭრა. 1994 წელს ამ აფეთქების ოთხი ორგანიზატორი დააკავეს და თითოეულს 240 წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯეს.
1995 წლის 13 ნოემბერს საუდის არაბეთში, ნაციონალური გვარდიის საწვრთნელ ბაზასთან ახლოს ავტომობილი აფეთქდა. დაიღუპა 5 ამერიკელი და 2 ინდოელი, დაიჭრა 60 ადამიანი, რომელთა შორის 34 ამერიკელი იყო.
1996 წელს დაჰრანში იერიშის სამიზნე აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზები იქცა: 19 ადამიანი გარდაიცვალა და 300 დაიჭრა. დარტყმა მიყენებული იყო სატვითო ავტომობილის მეშვეობით, აფეთქების ადგილზე 10 მეტრიანი კრატერი გაჩნდა, 5 კილომეტრის რადიუსში კი სახლები დაზიანდა.
ამის შემდეგ, 1997 წელს, ზამთარში, ეგვიპტეში, ლუქსორის ტაძარში ევროპელ ტურისტთა ექსკურსია დაცხრილეს. ბინ ლადენმა "სახელი გაითქვა" ასევე 1998 წელს აგვისტოში კენიასა და ტანზანიაში აშშ-ს საელჩოების აფეთქებით, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 257 ადამიანი, მათ შორის 12 ამერიკელი და 5 ათასი დაიჭრა.
2000 წლის ნოემბერში ამერიკულ გემ "კოული"-ზე მომხდარი აფეთქების გამოძიება ადასტურებს, რომ კვალი ბინ ლადენთან მიდის.
ყოველივე ამის შემდეგ აშშ-ს სპეცსამსახურებმა ბინ ლადენი "მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად" გამოაცხადეს.
2001 წლის 11 სექტემბერს ვაშინგტონში ასევე ბინ ლადენის მიერ ორგანიზებული ტერაქტის დროს სამი ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იყო არაერთი მცდელობა ბინ ლადენის ლიკვიდაციისა თუმცა ყველა მათგანი წარუმატებლი აღმოჩნდა.
2011 წლის 1 მაისს "მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის" ლიკვიდაციის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.