ლატვიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბათუმში, სასტუმრო "ინტურისტ პალასში" ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილებოდა. საუბარი შეეხო ტურიზმის, სამშენებლო და სამრეწველო სფრეოებში ბიზნესურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
ბიზნესფორუმს ლატვიის მხრიდან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები და ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ესწრებოდნენ.
ფორმუზე სიტყვით გამოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ლევან ვარშალომიძემ დელეგაციის წევრებს რეგიონში მიმდინარე პროექტები გააცნო.
დღესვე იგეგემება ქართულ-ლატვიური ბიზნე-ფორუმი, რომელსაც პრეზიდენტები გახსნიან. დღის ბოლოს კი მიღება უკვე პარლამენტში, დავით ბაქრაძესთან შედგება.
დელეგაცია საქართველოს 9 დეკეკემბერს დატოვებს.