სამართალდამცველებმა კახეთის ენერგოდისტრიბუციის ლაგოდეხის სერვის-ცენტრის ორი თანამშრომელი - ირაკლი ხატიაშვილი და თამაზ ჩინჩალაძე დააკავეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ხატიაშვილსა და ჩინჩალაძეს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევაში ედებათ ბრალი. ორივე დაკავებული სიღნაღში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.
დაკავება დაზარალებული ოჯახების საჩივრის საფუძველზე განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს, სოფელ ვარდისუბანში თოვლისგან გაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზების გადაბმის დროს, მოულოდნელად ელექტროენერგია ჩაირთო, რამაც 2 ადამიანი იმსხვერპლა. 40 ნიკოლოზ არევაძე და 29 წლის ავთანდილ ყოჩიაშვილი ადგილზე დაიღუპნენ.