ფოთის მე-6 საჯარო სკოლაში მანდატურების ოთახი გაძარცვეს. ბოროტმოქმედებმა ბოქლომი გატეხეს და ოთახში ასე შეაღწიეს. მათ გაიტაცეს კომპიუტერული ტექნიკა, ვიდეოთვალის მონიტორი და პრინტერი.
ძარცვა ღამის საათებში მოხდა. როგორც გაირკვა, დარაჯმა ერთი საათით დატოვა სკოლა და ძარცვა სწორედ მაშინ მოხდა.
დაკავებული იყო ორი არასრულწლოვანი ეჭვმიტანილი, მათგან ერთი - ამავე სკოლის მოსწავლე, რომელიც უკვე გაათავისუფლეს. ჯერჯერობით დაკავების იზოლატორში რჩება მეორე ეჭვმიტანილი, რომელიც ფოთის სხვა საჯარო სკოლაში სწავლობს.
საქმეს ფოთის პოლიციის სამმართველო იძიებს. სამართალდამცავები კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.