ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 40 წლის ახმედ მუსაევმა საკუთარი ნათესავი, 56 წლის შამილ კასანოვი დანით დაჭრა. დაზარალებულს ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კაბალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ჯემალ ნიაზოვმა განუცხადა, დაჭრის მიზეზი სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. მისივე თქმით, ინციდენტის დროს ორივე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ლაგოდეხის პოლიცია აწარმოებს.