რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ეკა ტყეშელაშვილის აზრით, სერგეი ლავროვი ილუზიებით იკვებება.
"აბსოლუტური ილუზიებით კვებავს თავის თავს ბატონი ლავროვი. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს თავისი სამართლებრივი ბაზა, ამ ბაზის გამოყენების პრაქტიკა და ამ მხრივ კონსესუსზე დაფუძვნებული ორგანიზაციაა. იმაზე საუბარი, რომ საქართველოს გვერდის ავლით მოხდება ვმო-ში რუსეთის გაწევრიანება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ კუთხით საკუთარი ილუზიების ჩარჩო აქვს შექმნილი ლავროვს", - ასე პასუხობს ტყეშელაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთს ვმო-ში გაწევრიანება საქართველოს გვერდის ავლითაც შეუძლია.