დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების მოტყუების მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბრიფინგს აფხაზეთის ომში დაღუპული ერთ-ერთი გმირის დაც ესწრებოდა.
როგორც ცაგარეიშვილმა განაცხადა, `პარლამენტში ინიცირებული იყო პროექტი, რომელსაც შეეძლო მართალია ძალიან მცირე, მაგრამ გარკვეული შეღავათი მიეცა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა ოჯახებისთვის, თუმცა ხელისუფლებამ პროექტი პირველ მოსმენამდე უსინდისოდ შეცვალა.~
მისი განმარტებით, კანონაპროექტის პირვანდელი ვარიანტი საშუალებას იძლეოდა, რომ დაღუპულის თუ დაკარგულის ოჯახის წევრებს კომპენსაციასთან ერთად პენსიაც შეენარჩუნებინათ. თუმცა, პარლამენტმა პირველი მოსმენით ეს პროექტი ამ დათქმის გარეშე მიიღო.
ამასთან, პროექტის პირვანდელი ვარიანტი სტიპენდიას აძლევდა დაკარგულის თუ დაღუპულის 22 წლამდე შვილებს, პარლამენტის მირებული კანონპროექტით კი ეს ასაკი 18 წლამდე შემცირდა.
`სრულიად გასაგებია, რომ აფხაზეთის ომში დაღუპულების შვილები ფიზიკურად ვეღარ იქნებიან 18 წლისები," - განაცხადა ცაგარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ამ მუხლის სახით კანონში მკვდრადშობილი შეღავათი ჩადო.