სერგეი ლავროვმა აფხაზეთის სანაპიროსთან ზღვაში კატერით გაისეირნა. აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვს ამ გასეირნებით საშუალება მიეცა პირადად დარწმუნებულიყო, რომ აფხაზეთის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული.
"სერგეი ლავროვმა აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროზე საზღვაო გასეირნება რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო კატერით მოახდინა. მან ასევე ჩაატარა აფხაზეთში რუსული სახსრებით მშენებარე რკინიგზის აღდგენითი სამუშაოს ინსპექტირება", _ იუწყება აფხაზური მხარე და დასძენს, რომ ლავროვმა ასევე მიიღო მონაწილეობა გუდაუთის რაიონში საქაჩი სადგურის გახსნის ცერემონიალში.