სოხუმში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტმა სერგეი ლავროვმა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
მათი ინფორმაციით სერგეი შამბა "საერთაშორისო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის" დაჯილდოვდა.