რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი 2012 წელს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე თავის კანდიდატურას დააყენებს, ვინაიდან მოქმედმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავისი ამოცანა უკვე შეასრულა. ეს განცხადება რუსეთის სახალხო თავისუფლების ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხეილ კასიანოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავისი ამოცანა უკვე შეასრულა. მან შეცვალა კონსტიტუცია, განახორციელა საქართველოსთან ომის გადაფარვა, მოხსნა ლუჟკოვი - ერთი სიტყვით მისი მისია დასრულებულია", _ აცხადებს კასიანოვი, თუმცა აღნიშნავს, რომ სიტუაციის სერიოზული ცვლილების შემთხვევაში შესაძლოა პუტინმა საერთოდ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა - "მან შესაძლოა თავის მემკვიდრეს მისცეს ხელისუფლება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მედვედევი არ იქნება", _ აცხადებს კასიანოვი.
კასიანოვი დარწმუნებულია, რომ "რუსეთში აუცილებლად შეიცვლება პოლიტიკური რეჟიმი, საკითხი მხოლოდ დროში მდგომარეობს თუ როდის მოხდება ეს", _ აცხადებს კასიანოვი.