რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით ჩრდილო ოსეთშიც ჩავიდა და მის ხელმძღვანელს თაიმურაზ მამსუროვს შეხვდა.
"განხილულ იქნა ზომები, რომლებიც უნდა გატარდეს ჩრდილო ოსეთის საერთაშორისო კავშირების განსავითარებლად მისი ეკონომიკისა და საინვესიტიციო პოტენციალის გამყარების მიზნით", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება და აღნიშნავს, რომ შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა საკითხები "ჩრდილო ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გაღრმავების შესახებ", _ ნათქვამია განცხადებაში.