ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი ე.წ. ოსური პასპორტის დაბეჭდა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორის ოკუპირებული რაიონიდან აცნობეს, სეპარატისტების მხრიდან ცხინვალის რეგიონის და ახალგორის რაიონის პასპორტიზაციის დაწყება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იგეგმებოდა, თუმცა როგორც ადგილობრივი სეპარატისტული რეჟიმის წევრები პირად საუბრებში აცხადებენ, პასპორტებისთვის განკუთვნილი თანხები "გაქრა".
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ფორმა #9-ს დარიგების თავდაპირველი მიზანი პასპორტიზაციის დაწყების მომზადება იყო, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კოკოითის რეჟიმს სურდა გაეგო რამდენი ადამიანი აპირება რაიონში დარჩენას.
"ის, ვინც #9-ს აიღებდა შესაბამისად თანახმა იყო ე.წ. ოსური პასპორტი აიღეს, რაც რეგიონში მუდმივი ცხოვრების ერთგვარი გარანტიაა, ხოლო ვინც უარი თქვა მათი შევიწროვება ამ დრომდე გრძელდება, რამდენიმე ათეულ ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლებიც კი ჩამოართვეს", - აცხადებენ ახალგორელები.
მათივე თქმით, პირებს, რომელთაც სეპარატისტებმა კერძო საკუთრება ჩამოართვეს ურჩიეს წეროვანში "სააკაშვილის დასახლებას შეაფარონ თავი".
შეგახსენებთ, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის გადაწყვეტილებით ე.წ. წითელი პასპორტები ოკუპირებულ რეგიონში 2011 წლის 1-ელ ოქტომბრამდე იმოქმედებს. , რის შემდეგაც სეპარატისტები რუსული .