საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, 21 აპრილს, შსს სასაზღვრო პოლიციის N 3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ტერიტორიაზე, N6 სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე სისაკ მირაკიანი დააკავა, რომელიც ცდილობდა საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გადასვლას სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის I ნაწილით.