არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ მომენტში ჯერ კიდევ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიქნები, მაგრამ გპირდებით, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ვიქნები როდესაც რუსეთის ჯარის საქართველოს მთელი ტერიტორიიდან გასვლის მომსწრენი ვიქნებით ყველა. ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალ "ოგონიოკისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"აბსოლუტურად მჯერა, რომ ჩვენს რეგიონში მდგომარეობა შეიცვლება. არ ვარ დარწმუნებული, რომ მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიქნები ჯერ კიდევ, მაგრამ გპირდებით, რომ ვიქნები ცოცხალი და ჯანმრთელი და ყოველ დღე 10 კილომეტრის გარბენას შევძლებ, როდესაც ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით მომსწრენი იმისა, თუ როგორ გავა რუსული ჯარი საქართველოს მთელი ტერიტორიიდან", _ აცხადებს გრიგოლ ვაშაძე რაზეც რუსი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ "მისი ასაკის გათვალისწინებით მინისტრი ვაშაძე დიდი ოპტიმისტია".
"ჩვენ თქვენთან ერთად უკვე ვიყავით მომსწრენი რუსეთის ჯარის გაყვანისა ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან, თუმცა არავის სჯეროდა ამ პერსპექტივისა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე, ისევე როგორც ადამიანთა უმრავლესობას ვერ საბჭოთა კავშირის დაშლა წარმოედგინა შესაძლებლად", _ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.