თურქეთი ახალ აეროპორტს აშენებს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ კიუტახიაში აეროპორტი "ზაფერი" აშენდება.
აეროპორტი ახალი სისტემის მიხედვით აშენდება და ის პირველი რეგიონალური აეროპორტი იქნება. მისი ღირებულება 110 მლნ. თურქული ლირაა.
აეროპორტი ყოველწლიურად 2 მლნ. მგზავრს მოემსახურება და მისი მშენებლობა სავარაუდოდ 38 თვეში დასრულდება.