შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 2011 წლის 19 აპრილს ვარკეთილში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი.
აღნიშნული დანაშაულის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 1994 წელს დაბადებული თორნიკე ქოროღლიშვილი, ხოლო 1994 წელს დაბადებული კიდევ ერთი არასრულწლოვანი, მრავლობითი ჭრილობებით, გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.
გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დაკავებულია, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1994 წელს დაბადებული არასრულწლოვანი, რომელიც ბრალდებულია მკვლელობის მცდელობისთვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია სამი პიროვნება. გამოძიების შედეგად თორნიკე ქოროღლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირის ვინაობა დადგენილია. ტარდება ოპერატიული ღონისძიებები მის დასაკავებლად.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 376, 108 და 19-108 მუხლებით.
მასალის გამოყენების პირობები