ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთის მოსახლეობა ახალი გზით ისარგებლებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ახალი გზა ანსამბლ „რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელ ანზორ ერქომაიშვილთან და მიტროპოლიტ იოსებთან ერთად გახსნა.
ახალ გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სადრენაჟო არხები, საფეხმავლო გზები და რკინა-ბეტონის მილები. მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.