ლოს-ანჟელესის სასამართლომ ჰოლივუდის ვარსკვლავ, მსახიობ ლინდსი ლოჰანს 120-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ლოხანს 400 საათის განმავლობაში საზოგადოწებრივი სამუშაოს შესრულება მოუწევს. მსახიობს 2010 წელს საიუველირო მაღაზიიდან სამკაულის მოპარვა ბრალდება.
ჯერ კიდევ 2007 წელს ლინდსი ლოჰანი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო დააკავეს და იგი გამოსაცდელი ვადით გაათავისუფლეს. ამდენად, სწორედ საცდელი ვადის დარღვევა გახდა მისი გამამტყუვნებელი განაჩენის მიზეზი.
ლინდსი ლოჰანისთვის ეს უკვე რიგით მეოთხე პატიმრობაა. მსახიობის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს, რაც მსახიობს გირაოს მეშვეობით პატიმრობიდან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. გირაოს საფასური 75 ათასი დოლარია.
ცნობისთვის, სამკაული, რომელსაც მაღაზია 2,5 ათასი დოლარად ყიდდა, სინამდვილეში, 850 დოლარად იყო შეძენილი. ლოს-ანჯელესში ქურდობა სისხლის სამართლის დანაშულად იმ შემთხვევაში განხილება, თუკი დაკარგული ნივთის ღირებულება 950 დოლარს აღმატება. თუ ლოხანს შესაბამისი მუხლით გაასამართლებენ, მას ერთ წლამდე პატიმრობა ელის. თავად მსახიობი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს.