სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ ჩამორჩეს თავიან სამხრეთ ოსეთელ "კოლეგებს" და განაცხადეს, რომ აფხაზეთის "დამოუკიდებლობას" მალე სამი სახელმწიფო აღიარებს. პერსპექტივაში, ამტკიცებს სოხუმი, ქვეყნების პირველ ათეულში, რომელიც ამგვარ ნაბიჯს გადადგამს ინება ევროპის სახელმწიფოები და აშშ-ც კი.
"ველით, რომ უახლოეს მომავალში, ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას დაახლოებით სამი სახელმწიფო აღიარებს", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია.
ერი დღით ადრე ასეთივე იმედები გაახმოვანა ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა. მართალია ცხინვალის "მადა" უფრო მოკრძალებული აღნოჩნდა: საუბარი მიდიოდა მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, სავარაუდოდ - ლათინოამერიკულზე.
"სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი შესაძლოა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ აღიაროს. ჩვენ ახლა სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აღიარებასთან დაკავშირებით და მალე შეგვეძლება ჩვენი სახელმწიფოს ახაი აღიარებით გავიხაროთ", _ აცხადებდა ედუარდ კოკოითი.
მაქსიმ ღვინჯიას მტკიცებით, ათ ქვეყანას შორის, რომლებიც პირველად გადადგამენ ამ ნაბიჯს აუცილებლად იქნება აშშ. "დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელები დაინტერესებულნი არიან აღიარებაში და ისინი იქნებიან იმ ათეულში, რომელიც ჩვენ გვაღიარებს", _ აცხადებს ღვინჯია და დასძენს, რომ ამერიკაზე უფრო ადრე კი აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას რიგი ლათინოამერიკული და ევროპული ქვეყანა აღიარებს.
"ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ჯერ კიდევ არ მომწიფებულან აფხაზთის ოფიციალური აღიარებისათვის ამჟღავნებენ ინტერესს ამ ქვეყანასთან ეკონომიკური და კულტურული კავშირები განავითარონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონზომიერი პროცესია, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს", _ განაცხადა დღეს სოხუმში მყოფნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.