ახალგორის ოკუპირებულ რაიონის სოფელ მოსაბრუნში ბლოკ-პოსტზე რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ვიდეოკამერები დაამონტაჟეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორის მოსახლეობა აცნობა.
მათი ინფორმაციით, სოფელ მოსაბრუნთან ოკუპანტებმა უკანონო ბლოკ-პოსტის სიახლოვეს ვიდეოკამერების რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემსვლელებზე და გამომსვლელებს გარდა წერილობით აღრიცხვისა ვიდეოკონტროლსაც აწარმოებენ.
ამასთან, მოსახლეობა აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ახალგორის რაიონში დისლოცირებული რუსული საჯაროს ნაწილების როტაცია განხორციელდა ე.წ. რაიონში შესვალა კიდევ უფრო გართულდა.
"ახალგორის რაიონში შესვალა უკვე ე.წ. რუსი მესაზღვრეების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაშიც კი თუ ახალგორში ხარ ჩაწერილი, მაგრამ რაიონში რამდენიმე თვე არ ყოფილხარ ოკუპანტები შესვლაზე უარს გვეუბნებიან", - აცხადება ახალგორის მოსახლება.
გარდა ე.წ. რუსი მესაზღვრეებისა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ადგილობრივ მოსახლეობას ცხინვალიდან ჩამოსული ე.წ. ომონიც ურთულებს, რომლებმაც ე.წ. საზღვარზე ადგილობრივი სეპარატისტების წარმომადგენლები ჩაანაცვლეს.