ნებისმიერ ქვეყანა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგინებში საჰაერო მიმოსვლას გადაწყვეტს უნდა იციდეს, რომ საქართველოს სახით სერიოზულ მოწინააღმდეგეს გაიჩენს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ისრაელსა და აფხაზეთს შორის შესაძლო ავიარეისების შესრულების შეფასებისას განუცხადა.
"არ ველოდები, რომ რომელიმე ცნობილია და სერიოზული ავიაკომპანია განახორციელებს ფრენებს. მაგრამ თუ ასეთი, რამე მაინც მოხდება, ისრაელმაც და ნებისმიერმა სხვა ქვეყანამაც უნდა იცდეს, რომ შეიძლება მან საკუთარი ფინასური ინტერებისთვის "მოყვარე" გაიჩინოს, მაგრამ საქართველო სახით სერიოზულ, დაპირისპირებულ მხარეს მიიღებს", - აღნიშნა წიკლაურმა.
ამასთან, დეპუტატის თქმით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წესდების თანახმად, მისი წევრი ქვეყნებს არ აძლევს უფლებას იფრინონ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია და არ არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება.
"ეს არის ქვეყნის პრესტიჟის საკითხი და ასევე ყველა კომპანიამ იცის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა ან ცხინვალის რეგიონში ფრენის გამო IჩAO სერიოზულ სანქციებს დაუწესებს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას უმრავლესობის წევრმა.
ამასთან, წიკლაურის თქმით, მსგავსი ქმედებების თავიდან ასაცილებლად ქართული მხარე ასევე აქტიურად მუშაობს დიპლომატიური კუთხით.
შეგახსენებთ, რომ აფხაზი სეპარატისტების მტკიცებით, ისრაელის მხარესთან აფხაზეთსა და ისრაელს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიმდინარებს.