ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის განცხადებას გამოეხმაურა. ჯონ ბასის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელეს მუშაობას ნატო-ს მოკავშირე პარტნიორებთან ერთად, საჰაერო თავდაცვითი სისტემების გაგრძელებასა და შემუშავებასთან დაკავშირებით.
"გორდონმა შემდეგი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას ნატო-ს მოკავშირე პარტნიორებთან ერთად, საჰაერო სისტემების გაგრძელებაზე და შემუშავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ საუბრებს ამ თემაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან"
გორდონის განცხადებით, არ არსებობს რუსეთისა ან სხვა რომელი ქვეყნის ვეტო ნატოსა და შეერთებული შტატების სარაკეტო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ.,ამერიკის შეერთებულ შტატებზე გადაწყვეტილებას კი მხოლოდ შეერთებული შტატები მიიღებს. "