"დღეს დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომელ პრეზიდენტთან ერთად შეხვდება სეპარატისტული აფხაზეთი 2010 წელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანამ, ვიდრე ამა თუ იმ კანდიდატის გვარს ამომრჩეველი შემოხაზავს, უნდა დაფიქრდეს", _ წერს ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი თავის სტატიაში, სახელწოდებით "აფხაზეთი ოთხი სხვადასხვა გზიდან ირჩევს", რომელიც დღეს "სეგონდნია რუ"-ზეა გამოქვეყნებული. სტატიას პრეზიდენტობის ე. წ. ოთხივე კანდიდატსა და მათ საარჩევნო პროგრამებს ეხება. სტატიაში ავტორი ასევე დაწვრლებით საუბრობს იმაზე, თუ რომელი კანდიდატი რას სთავაზობს ამომრჩეველს.
პირველი ვარიანტი _ სერგეი ბაღაფში: მისი მეორე ვადა პირველის გამეორება იქნება. ვერაფერ პრინციპულად ახალს იგი ვერ მოიგონებს. ხოლო რაც არის კარგი, ეს არის ის, რომ ეს იქნება სტაბილურობისა და შედარებითი ზრდის დრო. ზრდა კი რუსეთის ბიუჯეტის ახალი ტრანშეების შერწყმის შედეგად იქნება შესაძლებელი. ბაღაფში ხომ თავის პროგრამას აფხაზეთისთვის რუსეთის ფინანსური დახმარების გაწევის იმედზე აგებს. იგი არსად საუბრობს იმაზე, თუ როგორ აპირებს მთავრობა ეკონომიკის აგებას და როდის დაიწყებს ბოლობოლო ქვეყანა თავისი თავის გამოსყიდვას. მის საარჩევნო პროგრამაში საუბარია ამა თუ იმ სამუშაოზე და ამა თუ იმ ობიექტის მშენებლობაზე რუსული სახსრებით.
აფხაზეთის ეკონომიკაში კი ფული არ ტრიალებს, შესაბამისად, ფული არც მოსახლეობის ძირითად მასას აქვს, ეს კი, თავის მხრვ, იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში არც სამომხმარებლო ბაზარი არსებობს. ფული შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგიჩნდეს, თუკი გაყიდი უძრავ ქონებას ან დაკავდები ბიზნესით. ხოლო თუ გასაყიდიც არაფერი გაქვს და მხოლოდ ხელფასზე ცხოვრობ, სიღატაკისთვის ხარ განწირული. ბაღაფში ხომ არსად არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ აპირებს აფხაზეთის ეკონომიკის გაცოცხლებას.
აფხაზეთში ბევრისთვის კორუფცია თავის რჩენის საშუალება. სკოლებში მასწავლებლები ფულს სძალავენ მშობლებს, ხოლო სამშობიაროში ბავშვის გაჩენა შეუძლებელია, თუკი ჯიბეში 15 ათასი რუსული რუბლი არ გაქვს. ყველაზე საშიში კი არის ის, რომ აფხაზეთი ეჩვევა ცხოვრებას რუსული ტრანშების ხარჯზე. დღეს ეს თანხა დღეს ელიტის ერთი ჯგუფის კონტროლის ქვეშაა. ამ კონტროლის ხელში ჩაგდება კი ახლა ელიტის მეორე ნაწილს სურს. მალე კი ელიტის ეს ნაწილები პრობლემების ხელოვნურად შემქნას დაიწყებენ იმისათვის, რომ რუსეთს რაც შეიძლება დიდი ლუკმა წაჰგლიჯონ. ეს კი პირდაპირი გზაა იმისკენ, რომ აფხაზეთი ინგუშეთად იქცეს. საერთოდ კი მოსკოვის ტაქტიკა ასეთი წარმოქმნას "პრორუსული ელიტები" თავისივე ხარჯებით და ეს დამღუპველია. აფხაზური ეკონომიკის ახლანდელობა ხომ ბიუჯეტში არსებული ორმოების ამოვსებაა და სხვა ახალი არაფერი.
მეორე ვარიანტი _ რაულ ხაჯიმბა: მან ძალიან გვიან დატოვა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. ეს შეეძლო ადრეც გაეკეთებინა. ხაჯიმბა ახლანდელი სახელისუფლებო გუნდის წევრი არ არის. იგი 1992-1993 წწ. ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან გაიზარდა. იყო არძინბას მთავრობის ძალოვანი მინისტრი. იგი არ არის კორუმპირებული, თუმცა არც ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება ძალუძს. ვფიქრობ, იგი მომავალი 5 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ძლიერი და მდიდარი აფხაზეთის აშენებას. მან შესაძლოა კორუმპირებული ხალხი მოაცილოს, შექმნას ნაციონალური უსაფრთხოების ნორმალური სისტემა და სამართალდამცავი ორგანოები უფრო ქმედუნარიანი გახადოს. მისი პრეზიდენტობის პერიოდში დემოკრატიული ინსტიტუტების აყვავებას არავინ უნდა ელოდოს _ ეს სხვა აზროვნების ადამიანია.
მისი გუნდის წევრები საზრდოობენ იდეით "აფხაზეთი აფხაზებისთვის". ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეროვნებათაშორისი პრობლემენი აფხაზეთში მოიმატებს და სათვისტომოთა ინტეგრაციაზე ფიქრი სულ მცირე 5 წლის განმავლობაში აღარ შეიძლებოდეს იქნება. თუმცა ხაჯიმბას კანდიდატურა მაინც საინტერესოა.
მესამე ვარიანტი _ ბესლან ბუთბა: მას მრავალი უპირატესობა აქვს. არასოდეს ჰქონდა კავშირი ახლანდელ ხელისუფლებასთან და არ არის ჩართული არც ერთ კორუფციულ სქემაში. მისი კაპიტალი არააფხაზური წარმოშობისაა და მისი პროექტები აფხაზეთში მუშაობს _ როგორც საქველმოქმედო, იმიჯის პროექტები, მაგრამ არა როგორც პროექტები, რომლებსაც მოგება მოაქვთ. მან იცის, რა არის თანამედროვე ეკონომიკა და ერთ-ერთ იმ უმცირეს პოლიტიკოსთაგანია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თვითმყოფადი ეკონომიკის გარეშე აფხაზეთი დეგრადაციის გზას დაადგება.
ბუთბა ბიზნესიდან ჯერ კიდევ 2002 წელს წავიდა, მაგრამ მეწარმედ დარჩა. მას აქვს ჭკუა და ყველა ინვესტორს განურჩევლად აფხაზეთში როდი შემოუშვებს. ბოლო პრესკონფერენციაზე ბუთბამ დადო პირობა, რომ მისი პრეზიდენტობის ვადაში მას აფხაზეთში არც ერთი გოჯი ახალი მიწა მფლობელობაში არ გაუჩნდება. მისი ამოსავალი წერილი ეკონომიკაა და ეჭვიც არ მეპარება, რომ მისი პრეზიდენტობისას ქვეყანა ეკონომიკურ ნახტომს გააკეთებს.
მეოთხე ვარიანტი _ ზაურ არძინბა: რთულია ენდო პრეზიდენტს, რომელიც პოლიტიკოსი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდა იმისთვის, რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდეს. დავესწარი მის პრესკონფერენციას და მოვისმინე მისი სატეოლევიზიო გამოსვლა. შემიძლია ვთქვა ზუსტად: ზაურ არძინბა პოლიტიკოსი არ არის. ასეთივეა მისი პროგრამაც. მასში ბევრია ლოგიკური შეცდომა და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იგი ნაჩქარევადაა დაწერილი. მასში არც იდეები და ნათელი მომენტები არსებობს. მეტიც, მისი პრეზიდენტად ასე ნაჩქარევად ქცევის იდეა ცოტა არ იყოს საშიშიცაა.
შეგნებულად არ აღვწერ კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, ვიტალი ბგანბას პრეზიდენტობის ვარიანტს, იმიტომ, რომ არ არსებობს შეიქმნას სიტუაცია, რომლის პირობებშიც ეს ადამიანი არჩევნებში გაიმარჯვებს.