აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ კაილის განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას მსხვერპლად საქართველოს მომავალს არ შესწირავს.
"ჩვენ არ გავიღებთ მსხვერპლად საქართველოს მომავალს რუსეთთან გადატვირთის ურთიერთობის რაღაც თეორიული ღირებულებების სანაცვლოდ. ურთიერთობა ამერიკასა და რუსეთს შორის ცალკე უნდა ვითარდებოდეს და არც ერთი ქვეყანა თუ ხალხი არ უნდა გახდეს პაიკი, რომელსაც შეერთებული შტატები გაწირავს იმის გამო, რომ გვინდა უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან. "რესპუბლიკელები" ამას ასე ვხედავთ. მე მგონია, რომ საკუთარ დამოკიდებულებას ადმინისტრაციაც ანალოგიურად გამოხატავს. სხვა საკითხია, თუ რამდენად არის მისი ქმედებები აღნიშნულის ადექვატური", - განაცხადა ჯონ კაილიმ რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას.
ამასთან, ინტერვიუში სენაროტმა რუსეთის მიერ საქართველოს განხორციელებულ აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას ვაშინგტონში ბევრი ერიდება, რადგან ფიქრობს, რომ ამ საკითხის წამოწევა ძაბავს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობას.
"არავის მოსწონს ეს დაძაბულობა, მაგრამ, ამავე დროს, რეალობასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია მხარი დაუჭიროს მეგობრებს და, ამავე დროს, სცადოს ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან მეგობრების გაწირვის გარეშე", - აღნიშნა სენატორმა თბილისში ვიზიტისას.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორთა დელეგაცია ჯონ კაილის ხელმძღვანელობით საქართველოს 18-19 აპრილს სტუმრობდა.