ჩეჩნური ბანდფორმირებები რესპუბლიკის მაცხოვრებელთა ხარჯზე არ ივსება, ხოლო ტერორისტ-თვითმკვლელთა უმეტესობა გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანები არიან. ეს განცხადება ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მიმდინარე და გასულ წელს ბანდ-ჯგუფების შევსება ჩეჩნეთის რესპუბლიკის მაცხოვრებლებისგან არ მომხდარა. მათ არა აქვთ იდეა. ადრე ისინი ინჩქერიის ლოზუნგის ქვეშ იბრძოდნენ, შემდეგ დაკარგეს ეს ლოზუნგი და ახლა ჩეჩნეთის თ კავკასიის ემირატს აშენებენ. ეს მათ თავისთვის აქვთ მოფიქრებული. მათ ბანდიტური ცხოვრება აქვთ", _ აცხადებს კადიროვი და საუბარს დოკუ უმაროვზე აგრძელებს.
"უმაროვი თავისი ცხოვრებით დამნაშავეა - იგი იტაცებდა ადამიანებს, ართმევდა მათ ფულს. მთელი ცხოვრება ამით იყო დაკავებული. დამნაშავეთა სამყარო ყველგან არსებობს - ჩვენ უბრალოდ მათ სხვანაირად ვეძახით: ადრე იყვნენ ტერორისტები და ახლა დარჩნენ დამნაშავეები", _ აცხადებს კადიროვი და აღნიშნავს, რომ ისინი შაითანები არიან, რომლებიც მალე უნდა განადგურდნენ.
"ჩვენ ყოველ დღე ვაკავებთ და ვანადგურებთ მათ", _ აცხადებს კადიროვი და აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთში დაახლოებით 60-70 ბოევიკი დარჩა.
"შემიძლია მხოლოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკაზე ვთქვა, რომ ჩვენთან დაახლოებით 60-70 ბოევიკი დარჩა. ისინი სულ დარბიან: დღეს აქ არიან, ხვალ- იქ. ისინი არასოდეს ჩერდებიან ერთ ადგილზე.
ჩვენ სპეციალურ ღონისძიებებს ვატარებთ მათ მოსაძებნად, თუმცა მათი პოვნა საკმაოდ ძნელია. როდესაც ბევრნი იყვნენ, იოლად ვპოულობდით, ახლა კი ცოტა დარჩნენ და ძნელია მათი პოვნა და განადგურება. ახლა ასევე ცოტა სარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მათ", _ აცხადებს კადიროვი და საუბარს ტერორიტი-თვითმკვლელების გონებრივ შესაძლებლობებზე აგრძელებს.
"კამიკაძეთა უმრავლესობა გონებრივად ჩამორჩენილია. მათ აქვთ მხედველობისა და სმენის პრობლემა. ისინი ჩამორჩენილები არიან. აი ასეთებს ეძენებ და აიძულებენ მათ ჩაიდინონ ის, რასაც ისინი სჩადიან ჩვენთან - რესპუბლიკაში, კავკასიაში, რუსეთსა და მთელს მსოფლიოში", _ აცხადებს რამზან კადიროვი.