კადიროვის მიმართ სიბრალულის გრძობა მაქვს. უკვე გასაგებია მისი ბოლო და ისიც, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება. აცხადებს ცნობილი რუსი ექსპერტი კონსტანტინე ბოროვოი ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვზე დისიდენტ და ჟურნალიტ ვალერია ნოვოდვორსკაიასთან საუბრისას.
მისივე თქმით, რამზან კადიროვი პუტინის პროსპექტის გახსნას იმით სხნის, რომ იგი ხალხს ამოწყვეტისგან იცავს.
"იგი იცავს საკუთარ ხალხს. მან შეეაჩერა საკუთარი ხალხის ამოწყვეტა. დიახ, უფრო სამართლიანი იქნებოდა ბრძოლა, მაგრამ იგი იბრძოდა, მამამისიც იბრძოდა, მაგრამ იგი მიხვდა, რომ ეს ხალხის განადგურებას ნიშნავდა. დიახ, თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლო, მაგრამ იბრძოლო თავისუფლებისათვის რუსეთთან უაზრობაა. ასეთი ბრძოლის შედეგი ჩეჩნების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებაა. იგი მათ იცავს, იგი ამასთან ერთად ყოველივე ამას მსხვერპლად სწირავს ღირსებას", _ აყალიბებს ბოროვოი კადიროვის ახსნა -განმარტებებს და იქვე დასძენს, რომ იგი კადიროვის გამართლებას სულაც არ ცდილობს.
"მე არ ვამართლებ კადიროვს, უბრალოდ ვხსნი მისი მოქმედების მოტივს. იგი თავის თავს აღმოსავლურ დესპოტს უწოდებს და ამის დემონსტრირებასაც ახდენს", _ აცხადებს ბოროვოი და აღნიშმავს, რომ მას სინამდვილეში კადიროვის მიმართ ერთგვარი სიბრალულის გრძობა აქვს.
"მის მიმართ სიბრალული მაქვს. უკვე გასაგებია მისი ბოლო. გასაგებია, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება და ამიტომაც გარკვეულწილად მეცოდება კიდეც. იგი ჩეჩნეთში პირველი გუბერნატორი როდია, იგი სატრაპია ვისი ბედიც შესაშური ნამდვილად არ არის და ვშიშობ ალბათ არც უკანასკნელი", _ აცხადებს ბოროვოი.