ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური აგრძელებს პროგრამას, რომელიც ქრონიკული დავადებების მქონე ბათუმელების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბრონქიალური ასთმით, ეპილეფსიით, შაქრიანი დიაბეტის მეორე სტადიით დაავადებულებს პრეპატარები ყოველთვიურად ბათუმის სამ აფთიაქში უფასოდ გადაეცემა.
პროგრამას მერია უკვე ოთხი წელია ახორციელებს. ყოველწლიურად მომხმარებელთა რიცხვი იზრდება. პროგრამა შეზღუდული არ არის.
ვინც ამ დაავადებების მატარებელია და ჯერ კიდევ არ სარგებლობს მერიის ამ პროგრამით, შეუძლიათ მერიის მოქალაქეთა საინფორმაციო ცენტრს მიმართონ. სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ისინი პროგრამაში ჩაერთვებიან.
მასალის გამოყენების პირობები